UFC-ის რუსი მებრძოლის, შარა მაგომედოვის მიერ მერაბ დვალიშვილისა და საქართველოს შესახებ პროვოკაციულ კომენტარს ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი გამოეხმაურა.
“ჩვენ არავინ გვემეგობრება და გვეძმობა სამეზობლოში გულით. იცით რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ინტელექტის, ყველაზე ვაჟკაცური ისტორიის, ყველაზე დაუჩოქებელი ერის იმიჯი გვაქვს და ეს უკვე სერიოზული არგუმენტია ჩვენ მტერს უფრო ყვარობდნენ, ვიდრე ჩვენ !!! ასე იცის შურმა და ბოღმამ. არასრულფასოვნების კომპლექსს ვიწვევთ მათში. არადა მთელი ბრძოლა ვგულშემატკივრობდი, როგორც კარგ სპორტსმენს და ყველაფერი გააფუჭა მისმა ისტორიის მასწავლებელმა”, – წერს ინგა ბენდელიანი.
შარა მაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს ისტორიის ცოდნა დაუწუნა და თქვა, რომ მას სკოლაში ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთი მუდამ საქართველოს იცავდა დაღესტნელი ხალხის შეტევებისგან.
„საერთოდ ქართველები სწორედ რუსეთს უნდა უმადლოდნენ იმას, რომ ახლა დაღესტნის შემადგენლობაში არ შედიან. მსოფლიოში რუსოფობიაა გავრცელებული, ჩვენ კი უნდა გავერთიანდეთ და მტერს ერთად ვუპასუხოთ”, – თქვა მაგომედოვმა.