leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ქობულია: ხაზარაძესა და გახარიას ყველაზე კარგად ესმით, როგორ ვნებს მათი საქციელი ქვეყანას

გლობალური საკონსულტაციო ფირმა “მაკინზი და კომპანიის” უფროსი პარტნიორი, გლობალური TOP-მენეჯერი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას მოუწოდებს აღიარონ არჩევნების შედეგები და დაეხმარონ ქვეყანას, რომ არ ჩამოიშალოს ეკონომიკა.

როგორც გიორგი ქობულია აცხადებს, დღეს ისიც ოპოზიციაშია, თუმცა მიაჩნია, რომ დღეს ყველა მხარე უნდა იდგეს ხალხისა და ქვეყნის გვერდით, რათა საქართველო არ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში.

„გახარია და ხაზარაძე, ეს არის ორი ლიდერი ოპოზიციაში, რომლებსაც ესმით ეკონომიკა, მათ ესმით, სად შეიძლება მიგვიყვანოს მათმა საქციელმა დღეს. გადახედონ თავიანთ პოზიციას, აღიარონ ეს არჩევნები და დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, რომ მივიღოთ ლეგიტიმაცია და არ ჩამოგვეშალოს ქვეყანა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ის ქმედებები, რასაც დღეს სჩადიან, მათ არაფერს არ არგებს. „ქართული ოცნება“ მართალია ამ სიტუაციაში და არ დათმობს თავის პოზიციებს. რიგგარეშე არჩევნებიც რომ ჩატარდეს, ხაზარაძესა და გახარიას ეს არც აწყობთ, რაც აიღეს იმაზე ნაკლებ ხმებს აიღებენ. მათი ამ საქციელის ერთადერთი შედეგი მიმართულია ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“, – აცხადებს გიორგი ქობულია.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ასევე, მიმართავს დასავლელ პარტნიორებს ჩაიხედეთ ფაქტებში და დაინახავენ, რომ გაყალბების ფაქტები არ არის და ახსნა ამ შედეგის არის იმაში, რომ ოპოზიციას არ აქვს ძალიან ძლიერი მორალური, ზნეობრივი და ინტელექტუალური უპირატესობა არსებულ მმართველ ძალასთან შედარებით.

წყარო: ტელეკომპანია “იმედი”

ასევე იხილეთ