leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ქობულია: არსებობს 2 ტიპის გაყალბება, ჩემი შეფასებით, არჩევნების შედეგები არ გაყალბებულა

კომპანია „მაკინზი და კომპანიას“ უფროსი პარტნიორი, გლობალური ტოპ მენეჯერი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ოპოზიციას მოუწოდებს მიიღონ არჩევნების შედეგები.

მისივე აზრით,  შეფასებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში ვერ ნახა ვერც ერთი მტკიცებულება იმისი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

„ვერც ერთი მატერიალური მტკიცებულება ვერ იყო წარმოდგენილი, ვარაუდობს, რომ ეს მტკიცებულებები არ არსებობს. ჩემი შეფასებით, არჩევნები არ გაყალბდა. არსებობს 2 ტიპის გაყალბება, პირველი – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება; მეორე – გაყალბება ხმის მიცემის პროცესში. განვიხილოთ ორივე ვარიანტი. დაშინება და მოსყიდვა, ეს რა თქმა უნდა უნდა იყოს გამოძიებული, ასეთი ფაქტები თუ იყო. მე ამის მნიშვნელოვანი ფაქტები ვერ ვნახე. დარღვევები იყო, მაგრამ იქონია თუ არა ამ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება.

მეორე ნაწილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია – ხმის მიცემის პროცესის გაყალბება. აქ უნდა მოვყვე იმ სქემაზე, რაც გამოაქვს ოპოზიციას. ეს სქემა მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს იყო ძალიან ბევრი ხმა მიცემული, იმ ადამიანების მიერ, ვინც რეალურად არ იყო მოსული უბანზე. ვითომ მოდიოდა ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში დავუშვათ მე, ვაჩვენებ პასპორტს, შემდეგ მივდივარ რეგისტრატორთან, ის არის შეკრული გაყალბების სქემაში. მე მას ვაწვდიდი პასპორტს, ვითომ ამ პასპორტში მედო ქაღალდი სხვისი პირადი ნომრით, რეგისტრატორი ატარებდა პასპორტს მანქანაში, აცხადებდა, რომ ვითომ პასპორტი არ იკითხება და ხელით შეჰყავდა სხვისი პირადი ნომერი, შემდეგ რეგისტრატორი თურმე, რაღა ფოკუზის საშუალებით, არა მარკირების სითხეს, არამედ წყალს მასხამდა ხელზე და მაძლევდა საშუალებას გამყალბებელი წავსულიყავი სხვა უბნებზე.

ასეთი რამ რეალურად რომ მომხდარიყო, ჩვენ ვსაუბრობთ ასობით ათასი ხმის გაყალბებაზე, ამდენი ხმის გასაყალბებლად უნდა ჩაეტარებინათ მთელი ეს პროცედურა. ნუთუ გაყალბების ამ პროცედურის ერთი ფაქტი მაინც არ გამოვლინდა ამდენ უბანზე? ვერ დაინახეს რეგისტრატორი როგორ აკეთებდა ამას? ეს ყველაფერი, უბრალოდ არასერიოზულია. მოვუწოდებ დასავლელ მეგობრებს, ცოტა ჩაღრმავდნენ ფაქტებში“, – აცხადებს გიორგი ქობულია.

წყარო: ტელეკომპანია “იმედი”

ასევე იხილეთ