leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ქობულია: ოპოზიციას არ აქვს მორალურ-ზნეობრივი და ინტელექტუალური უპირატესობა

კომპანია „მაკინზი და კომპანიას“ უფროსი პარტნიორი, გლობალური ტოპ მენეჯერი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტი გიორგი ქობულია ოპოზიციას მოუწოდებს მიიღონ არჩევნების შედეგები.

მისივე აზრით, დღევანდელ ოპოზიციას არ აქვს მორალურ-ზნეობრივი და ინტელექტუალური უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, ამიტომ დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა.

გიორგი ქობულია აკეთებს ანალიზს, თუ რის ხარჯზე აიღო „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნების ხემბის 53% ?

„ობიექტურად რომ ავიღოთ დიდი ქალაქები, მაგალითად ვაკის რაიონი, სადაც „ოცნებამ“ აიღო ყველაზე ნაკლები ხმა – 38%, რაც 3-ჯერ აღემატება მომდევნო პარტიის შედეგს. პრაქტიკულად არ იყო გაყალბების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსი. ეს არის შედეგი რეგიონებში ამომრჩეველთან უპრეცედენტო მუშაობისა, „ოცნებამ“ დახარჯა არნახული ენერგია და რესურსი, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია მოეხდინა, რაც არის აბსოლუტურად კანონიერი. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო სახელებით და გვარებით მხარდამჭერების სიები, რაც არის აბსოლუტურად ლეგალური, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ აძლევდა მათ ხმას. ისინი დაეხმარნენ ხალხს საარჩევნო უბნებზე მისასვლელად, ამაში „ქართულმა ოცნებამ“ მრავალჯერ აჯობა ოპოზიციას მთლიანობაში. ოპოზიციის აქტიურობა იყო საკმაოდ მცირე რეგიონებში. ეს არის პატივცემულო კოლეგებო ამ შედეგის ახსნა“, – აცხადებს გიორგი ქობულია.

მისივე თქმით, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, არსებულ ხელისუფლებას გააჩნია მეტი ადმინისტრაციული და ფულადი რესურსი, რაც არ არის გასაკვირი, ასეთ არჩევნებში რომ მოუგო ხელისუფლებას, ოპოზიციას უნდა გააჩნდეს ძალიან ძლიერი მორალური-ზნეობრივი და ინტელექტუქალური უპირატესობა, რომელიც დღევანდელ ოპოზიციას მთლიანობაში არ გააჩნია.

წყარო: ტელეკომპანია “იმედი”

ასევე იხილეთ