leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალეკო ელისაშვილი: ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს

კოალიციამ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის – ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მრავალჯერ მიპატიჟების მიუხედავად, გიორგი გახარია ოპოზიციის ერთობლივ შტაბში კონსულტაციებზე არ მიდის.

“გახარიას ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. სულ პირველი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდზე დავდექით, იმიტომ, რომ ყველას მოგვპარეს არჩევნები. ჯამში ოპოზიციამ გაიმარჯვა და უნდათ, რომ ეს გამარჯვება აგვწაპნონ. ამიტომ შევქმენით შტაბი და გავაერთიანეთ
ძალისხმევა. ამ ძალისხმევაში გახარია რატომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მისთვის შეთავაზება. უფრო მეტიც, ჩვენ რაღაცაზე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ვპატიჟებთ ყოველ ჯერზე გახარიას ან მის წარმომადგენლებს. მოვიდეს და გვითხრას უკეთესი აზრი. ყოველ ჯერზე ვეძახით, ვურეკავთ მასაც და მის წარმომადგენლებსაც, ვეუბნებით, რომ აქა და აქ ვიკრიბებით, ჩვენი კოალიციის ოფისი, რომელიც ერთობლივ შტაბად გადაკეთდა. მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? – მოვიდეს, არავინ კარს არ უჭედავს.

ყველას უნდა, რომ ვიღაცას ხელი შეაწმინდოს და არავის არ უნდა მოქმედება. ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და რაღაცებს ვაკეთებთ. თუ არ მოგწონს, მოდი შე დალოცვილო და დახურულ კარს მიღმა გვითხარი შენი აზრი. რა არის ეს, რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის და შემდეგ დგას და იქიდან გაბუტული გენიოსივით რაღაცებს გეუბნება. არ გამოდის ეს ამბავი, მოდი, დაჯექი კაცურად, განსაცდელშია ქვეყანა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

წყარო: “პალიტრანიუსი”

ასევე იხილეთ