leaderboard_below_slide

გელა ზედელაშვილი: ნიკუტ, ამ ქვეყანაში შენი შესაცვლელი ხელისუფლება არასდროს არ იქნება!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ახლების“ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენ ვართ ერთიანად და გამბედავადო. ისევ ჩიქორთული ქართული!

*

თქვენ რომ ქუჩაში ნაცნობი, მეგობარი ან ნათესავი შეგხვდეთ, მოიკითხოთ და გითხრათ, გამბედავად ვარო, ხომ იფიქრებთ, ამას კრამიტები მოსცურებიაო?

მერე რომ ჩაეკითხოთ, ოჯახში როგორ ბრძანდებითო და გიპასუხოთ, ერთიანად ვართო, ხომ იფიქრებთ, ეს ხონის ფსიქიატრიულის პაციენტიაო?

ჰოდა, ეგ არი, რააააა!

თქვენ გგონიათ, ესენი მარტო გარეთ, სახალხოდ ლაპარაკობენ ეგრე აბრაკადაბრულად? როცა ერთმანეთს ურეკავენ ან ქუჩაში ხვდებიან, სალამ-ქალამის შემდეგ ეუბნებიან, ერთიანად და გამბედავად ვართო… ახლა ჩვენ ხალხის გაბრაზება უნდა განვახორციელოთო… არჩევნებში ფარულობა დაირღვა და ამიტომ ბათილობა უნდა გამოვაცხადოთო.

*

რავი, აბა?

ჩვენ კიდე ვდგავართ და ვეძახით, მამული, ენა და სარწმუნოებაო.

რა მამული, რომელი სარწმუნოება, როცა ენისა არაფერი გაეგებათ?

*

ჰო, კიდევ ისაო… ეს ხელისუფლება ამ კვირებში უნდა შეიცვალოსო… ან ამ კვირებში სწრაფად, ან არასდროსო.

არასდროს, ნიკუტ, არასდროს, ამ ქვეყანაში შენი შესაცვლელი ხელისუფლება არასდროს არ იქნება!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ