leaderboard_below_slide

შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს პასუხობს: როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

„როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

როგორც პაპუაშვილი წერს, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია იუკნევიჩიენეს განცხადება, სადაც მან აღნიშნა: „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“.

„ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი.

ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ