leaderboard_below_slide

ლაშა გეგეჭკორი: მე-6 დღეა ეს უმცირესობა ტვინს ღუნავს და აგრესიული ფორმით აბუჩად იგდებს მოსახლეობის უმრავლესობას

„ამათთან საუბარს, დოკუმენტების დადებას აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს სამართლებრივ დავას – ცესკო-ს, პროკურატურას, სასამართლოს არ ენდობიან. სხვას რა უნდა ვუთხრა, როდესაც ჩემი არჩეული პრეზიდენტი არ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს!“ – ასე ეხმაურება ოპოზიციის განცხადებებს „არჩევნების გაყალბებაზე“ მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი.

„საქართველოს მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 1 119 967 ხმა.

ყველა ოპოზიციამ ერთად – 784 575 ხმა.

სხვაობა – 335 392 ხმა.

მე-6 დღეა ეს უმცირესობა ტვინს ღუნავს და აგრესიული ფორმით აბუჩად იგდებს მოსახლეობის უმრავლესობას.

მათი არჩევანი თურმე ჭეშმარიტია, ჩვენი – ყალბი.

ვეუბნები, დადე დოკუმენტი და აი, ფლომასტერმა ფურცლის მე-2 მხარეს გამოჟონაო…

არჩევნების მიწურულს დაეწყვნენ და მოვიგეთო.

მაშინ არ ყალბდებოდა და თქვენთვის უარყოფითი შედეგის მერე გაყალბდა, ჰო?

570 საჩივარი დაწერა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, საარჩევნო სუბიექტებმა – 600.

აქედან:

„ქართული ოცნება“ – 5

ყველა ოპოზიცია ერთად – 595.

ოპოზიცია იგებდა – „ქართული ოცნება“ საჩივრებს არ წერდა. რაზე უნდა დაეწერა? —არაფერი ხდებოდა.

მერე მოაყარა ოპოზიციამ, შეხედეს, რომ აგებდნენ და ვინ არის ყალბი?!

ამათთან საუბარს, დოკუმენტების დადებას აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს სამართლებრივ დავას – ცესკო-ს, პროკურატურას, სასამართლოს არ ენდობიან.

სხვას რა უნდა ვუთხრა, როდესაც ჩემი არჩეული პრეზიდენტი არ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ