გოგა ხაინდრავა: ამ გორბაჩოვის პარტია „ზა პერესტროიკუ“-ს აგიტატორს რომ ვუსმენ, საბჭოთა ეპოქა მახსენდება…
![](https://reportiori.ge/icons/featured-link.png)
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ით ეხმიანება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას.
„დიახ! კარები იხურება! რასა იუკნევიჩიანე.
ამ გორბაჩოვის პარტია „ზა პერესტროიკუ“-ს აგიტატორს რომ ვუსმენ, საბჭოთა ეპოქა მახსენდება, კონდუქტორები რომ გაიძახოდნენ: ფრთხილად! კარები იხურება! შემდეგი გაჩერება კომუნიზმი!
კარისკაცი გამიგია,
კარვის ქალიც!
კარისქალი?!“ – წერს გოგა ხაინდრავა.