leaderboard_below_slide

ემიგრანტი სოფია ბასილაშვილი: მე ვარ საქართველოს მხარდამჭერი, ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდი მხარს და რა თქმა უნდა, მისი გამარჯვება გამიხარდა. სერიოზული ბულინგი, მუქარა ხორციელდება ჩემზე

ბულინგის კამპანია რადიკალების და მათი თანამოაზრეების მხრიდან.

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საფრანგეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არჩევნებს აკვირდებოდა „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან მასზე მუქარა და ბულინგი ხორციელდება.

სოფია ბასილაშვილი აცხადებს, რომ შეურაცხყოფის, ბულინგის და მუქარის მიზეზი მისი პოლიტიკური შეხედულებებია.

„მე ვარ საქართველოს მხარდამჭერი, ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდი მხარს და რა თქმა უნდა, მისი გამარჯვება გამიხარდა. სერიოზული ბულინგი, მუქარა ხორციელდება ჩემზე, რეპრესიები მიდის ადამიანებზე“, – აღნიშნა სოფია ბასილაშვილმა.

ასევე იხილეთ