leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ომიაძე: წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა, გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, უკვე გვაქვს 5 მილიონზე მეტი ნახვები ამ კამპანიის ფარგლებში

“წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა. გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი”, – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, უკვე არის 5 მილიონზე მეტი ნახვები ამ კამპანიის ფარგლებში, სადაც საქართველოზე, როგორც გასტრონომიული დანიშნულების ადგილის შესახებ ჰყვება ცნობილი შეფ-მზარეული.

„წელს ძალიან კარგი კამპანიები გვქონდა და მიმდინარე გვაქვს ჯერ კიდევ ევროპაში, გერმანიაში, ბრიტანეთში. ასევე გვაქვს კამპანიები ყურის ქვეყნებში, წლის განმავლობაში გვქონდა რამდენიმე კამპანია. გამოვყოფდი ერთ კამპანიას, ეს იყო გასტრონომიული კამპანია, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი. ეს იყო ერთ-ერთი ნაწილი მთლიანი კამპანიის. ეს კამპანია დაიწყო ივლისში და მაისში დასრულდება. ჯერ კიდევ მიმდინარეა. ჩვენ უკვე გვაქვს 5 მილიონზე მეტი ნახვები ამ კამპანიის ფარგლებში, სადაც საქართველოზე, როგორც გასტრონომიული დანიშნულების ადგილის შესახებ ჰყვება ცნობილი შეფ-მზარეული. ეს არის ერთწლიანი კამპანია ქვეყნის პოპულარიზაციის შესახებ, სადაც მაისის ბოლომდე ველოდებით საკმაოდ დიდ მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარდა იმისა, რა არხებს ფარავს გასტრონომიული კამპანია, რომელშიც ჯეიმი ოლივერი, როგორც ცნობილი შეფ-მზარეული იყო წარმოდგენილი. ეს არის ინსტაგრამ გვერდები, ფეისბუქ გვერდები და რა თქმა უნდა იუტუბი.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის პარტნიორია BBC. BBC, რომელზეც ეს გადაცემები გავა. უნდა აღვნიშნო, რომ 20 ვიდეო გადავიღეთ ამ პროექტის და კამპანიის განმავლობაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოიცავს როგორც სოციალურ არხებს, ისე BBC-ის ტელევიზიას. BBC-ის გლობალური აუდიტორია 300 მილიონიანია და მეტსაც გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენ მომავალ წელს ინდოეთსა და ჩინეთში ვიწყებთ კამპანიებს, სწორედ BBC-ის აღმოსავლურ და აზიურ, ინდურ და ჩინურ მაუწყებლობაში მსხვილად გვაქვს ჩასმული სწორედ ეს კომპონენტი, ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული კამპანიის.

ჩვენი კამპანიები, რომელიც წელს დავიწყეთ, ჯერ არ დასრულებულა, მომავალ წელს უკვე აქტიურ შედეგებზე ვისაუბრებთ“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.

ასევე იხილეთ