ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩრდილოეთ ლიბანში, სანაპირო ქალაქ ბატრუნში ჩაატარეს.
ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა, ალი ჰამიემ ისრაელის საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამხედროების მიერ შეპყრობილი იმად ამჰაზი სამოქალაქო გემების კაპიტანია.
ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.