ღაბაშის გამოყენება საჭიროა ბრტყელტერფიანობის დროს. ეს პროდუქტი სიარულის კორექციას უზრუნველყოფს და ტერფის არასწორი ფუნქციით გამოწვეულ პრობლემებს აწესრიგებს. სუპინატორის გამოყენების მრავალმხრივი მიზეზი არსებობს. ადამიანები მას სხვადასხვა დანიშნულებით ატარებენ და შესაბამისად, ამ პროდუქტით სარგებლობის პერიოდიც ინდივიდუალურია. სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ღაბაშების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს.
- ფოლადის ჩასაფენი – ტერფზე ზეწოლის თანაბრად განაწილებას უზრუნველყოფს, შესაბამისად ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს ტერფის არეში.
- სილიკონის სუპინატორი პროფილაქტიკის მიზნითა და მსუბუქი ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება.
- საბავშვო ორთოპედიული სუპინატორი რეკომენდებულია ბავშვებისთვის. ინიშნება ბრტყელტერფიანობის დროს თაღის კორექციის მიზნით. ორთოპედიული სუპინატორების ტარება ასევე ეფექტურია პლანტარული ფასციიტის, ქუსლის დეზის, მეტატარზალგიისა და ქუსლის ტკივილის დროს.
- ორთოპედიული ღაბაში (comfort business) – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნებას. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც დიდხანს უწევს ფეხზე დგომა.
მათი შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ „ახალი ხედვის“ მაღაზიებშია შესაძლებელი. თუ ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება გჭირდებათ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს. თავდაპირველად, ტარდება ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის Diasu-ს აპარატურის საშუალებით. კვლევა ხდება როგორც უძრავ მდგომარეობაში, ტერფის სკანირებით, ასევე ბაროპოდომეტრიულ ბილიკზე სიარულისას. მიღებული შედეგებით ფასდება ტერფის მდგომარეობა, ექიმი კი იღებს გადაწყვეტილებას, როგორი სახის სუპინატორი სჭირდება პაციენტს, ინდივიდუალური თუ მზა – სტანდარტული.