leaderboard_below_slide

გიორგი კალანდარიშვილი: ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე, ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს

“ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ცესკო სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაციასა და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლას ახორციელებს.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო აქტებით არის მოწესრიგებული.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს. ეს არის საკანონმდებლო აქტებით მოწესრიგებული, ეს არის ნომენკლატურა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ ვადებსა და წესს, თუ რა, როგორ და რამდენი ხნით უნდა შეინახოს და არცერთ შემთხვევაში, არავის აქვს უფლებამოსილება, რომ ამ ვადების დადგომამდე რამე სხვა ტიპის გადაწყვეტილება განახორციელოს, წაშლა იქნება, განადგურება იქნება, გაქრობა იქნება თუ ა.შ.

ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული სიცრუე, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოცემულობა იარსებებს, ვთქვათ, ინფორმაციის გამოქვეყნებასთან მიმართებაში, შემდგომ დარჩეს სივრცე სხვადასხვა მხარისთვის იმის თაობაზე, რომ განხორციელდეს მანიპულაცია, თითქოს იმიტომ არ არის დარღვევები, რომ ცესკომ რაღაც ინფორმაცია გაანადგურა და ა.შ. ეს ერთი ნაწილი.

მეორე ნაწილი არის, აღნიშნეთ თქვენ, ბაზების გამოქვეყნების საკითხი, მაშინ, როდესაც ყველა ჩართულმა მხარემ ძალიან კარგად იცის, რომ ვერანაირი ბაზა ვერ შეიქმნება და მით უმეტეს, ვერ გასაჯაროვდება. ამ დროს ხორციელდება მიზანმიმართულად პრესინგი, მიზანმიმართულად ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რომ მან განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც იმთავითვე კანონსაწინააღმდეგოა“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე იხილეთ