leaderboard_below_slide

ალექსანდრ სირსკი: ფრონტის ხაზზე კვლავ რთული ვითარებაა, ამჟამად რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას ვაკავებთ

“უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ უძლიერეს შეტევას აკავებენ, საჭიროა რესურსების მუდმივი განახლება”, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, ეს შეტევა ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.

“ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის რესურსების მუდმივ განახლებას მოითხოვს. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას აკავებენ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან”, – განაცხადა სირსკიმ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ჩეხეთი უკრაინის ერთგული მოკავშირე და არაერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინიციატივის წამომწყებია.

ასევე იხილეთ