leaderboard_below_slide

თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 3 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტალის (ნაწილობრივ), ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, ნოდარ ბოხუას და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ლუბლიანას, გივი ჟვანიას, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, ჯონ შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, დისევის, ჩაჩავას, გივი კვიჭიძის, სერგი ცხაკაიას, პეტრე იბერის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე იხილეთ