დიმიტრი ხუნდაძე: სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა
“სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
“ოპოზიცია ცდილობს, რომ არჩევნები გამოაცხადოს გაყალბებულად და ამისთვის მათ აქვთ საბაბი, მაგრამ რეალურად არგუმენტები არ წარმოუდგენიათ არცერთი. რაღაც სამარცხვინო არგუმენტები იყო, რომ ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, ვიღაცას გაუღიმა, ვიღაცას ბეჭედი ეკეთა და ა.შ. ეს არასერიოზულია. სერიოზული ფაქტები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გადამისამართებული იყო სხვადასხვა უბანზე იმ მიზნით, რომ მათ ეს არ სცოდნოდათ და არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხმები დაიკარგა, მაგრამ ეს შედეგს ნეგატიურად ვერ ცვლის”, – აღნიშნა ხუნდაძემ.