ბრტყელტერფიანობის დროს ტერფის ტკივილი ძლიერდება მოძრაობისას, რადგან ამ დროს მასზე დატვირთვა იზრდება. ეს შეიძლება დამოუკიდებელი დაავადება იყოს ან განვითარდეს ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციის გამო. ბრტყელტერფიანობა ასევე შესაძლოა სხვადასხვა ტრავმის შემდგომ ან ნერვული სისტემის დაზიანებამაც გამოიწვიოს. ტერფზე არსებულ პრობლემებს მოყვება მთელი სტრუქტურული ცვლილებები. ტერფის დეფორმაცია მოქმედებს მთელს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე და შესაძლოა, რასაც ცირკულაციის დარღვევა და თავის ტკივილები მოყვება. ამიტომ დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ტერფის კვლევა მიზანშეწონილია 3-4 წლის ასაკიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი კი 4-დან 8 წლამდეა.
როგორ ხდება ტერფის კვლევა?
ტერფის კომპიუტერულ კვლევას თანამედროვე მეთოდებით უკვე წლებია გვთავაზობს სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკა. ეს კვლევა მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავსა და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. „ახალი ხედვის” კლინიკაში ტერფის დიაგნოსტირება ხორციელდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი თაობის აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 032 218 25 38 / 577 124 750
რატომ არის საჭირო ტერფის კვლევა?
იქიდან გამომდინარე, რომ ბრტყელტერფიანობა სხვა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, მას თავიდანვე სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. როგორც ვთქვით, ტერფზე არსებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს, ამიტომ პრევენციის მიზნით, საჭიროა ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება 4 წლის ასაკიდან, როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა ყალიბდება. კვლევა კეთდება:
- ბავშვებისთვის – ფეხის დაწეული თაღის ან ფეხის ამაღლებული თაღის დასადგენად.
- სპორტსმენებისთვის – რათა გამოიკვლიონ დინამიური წონასწორობა და ძალების გადანაწილება მოძრაობის დროს.
- ნებისმიერი ადამიანისთვის – ვისაც, ტერფზე ტკივილი და პრობლემები აწუხებს.
სწორი და დროული მკურნალობა საუკეთესო შედეგის მომცემია თითოეული პაციენტისთვის.