leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვიქტორ ორბანი: დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას

“დონალდ ტრამპის გამარჯვება აიძულებს ევროპას, გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ აშშ-ში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი იქნება, რისაც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ რიცხვებშიც ასე ვკითხულობ, თუ მოხდება ის, რასაც ველოდებით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრე“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხი მთავარი თემა იქნება მომავალ კვირას, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრასა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე.

„ევროპას არ შეუძლია ომის ტვირთის მარტო ტარება და თუ ამერიკელები მშვიდობისკენ შემობრუნდებიან, მაშინ ჩვენც უნდა შევეგუოთ ამას. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ბუდაპეშტში“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე იხილეთ