leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი ამერიკაში დაგეგმილ არჩევნებზე: ეს არის არითმეტიკული მოცემულობა, რომელიც დაგვეხმარება ჩინური კალკულატორით ხელში, რუსეთის სპეცსამსახურების “კარნახით” მიმდინარე ამერიკულ არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენაში…

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების სისტემას სოციალური ქსელით ეხმიანება და მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა შტატში საპრეზიდენტო კანდიდატების კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა შესაძლო რაოდენობას.
„ამერიკულ არჩევნებამდე 72 საათით ადრე, ერთხელაც გავიხსენოთ, რომ ახალ პრეზიდენტს რეალურად აირჩევს 538 წევრისგან შედგენილი, შტატებში მოსახლეობის ოდენობის თანახმად პროპორციულად განაწილებული “საარჩევნო კოლეგია”. ამა თუ იმ შტატში ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ ხმის მიცემის შედეგად გამარჯვებულის სასარგებლოდ ჩაითვლება “საარჩევნო კოლეგიის” წევრთა ყველა ხმა. ვინც შეაგროვებს 270 ხმას – ის გახდება პრეზიდენტი.
როგორ არის ეს 538 წევრი განაწილებული შტატების მიხედვით: კალიფორნია – 54, ტეხასი – 40, ფლორიდა – 30, ნიუ-იორკი – 28, პენსილვანია – 19, ილინოისი – 19, ოჰაიო – 17, ჯორჯია – 16, ჩრდილოეთ კაროლინა – 15, მიჩიგანი – 15, ნიუ-ჯერსი – 14, ვირჯინია – 13, ვაშინგტონი – 12, არიზონა – 11, ინდიანა – 11, მასაჩუსეთსი – 11, ტენესი – 11, მერილენდი – 10, მინესოტა – 10, მისური – 10, ვისკონსინი – 10, კოლორადო – 10, ალაბამა – 9, სამხრეთ კაროლინა – 9, კენტუკი – 8, ლუიზიანა – 8, ორეგონა – 8, კონეკტიკუტი – 7, ოკლახომა – 7, აიოვა – 6, მისისიპი – 6, არკანზასი – 6, კანზასი – 6, ნევადა – 6, იუტა – 6, ნებრასკა – 5, ნიუ-მექსიკო – 5, ჰავაის კუნძულები – 5, აიდახო – 4, მენი – 4, მონტანა – 4, ნიუ-ხემფშირი – 4, როდ-აილენდი – 4, დასავლეთ ვირჯინია – 4, ალიასკა – 3, დელავერი – 3, ჩრდილოეთ დაკოტა – 3, სამხრეთ დაკოტა – 3, ვერმონტი – 3, ვაიომინგი – 3, კოლუმბია – 3.
კამალა ჰარისის სასარგებლოდ დიდი ალბათობით ხმას მისცემს შემდეგი შტატების ამომრჩეველთა უმრავლესობა: კალიფორნია (54), ნიუ-იორკი (28), ილინოისი (19), ნიუ-ჯერსი (14), ვაშინგტონი (12), მასაჩუსეთსი (11), მერილენდი (10), ორეგონი, კონეკტიკუტი (7), ჰავაის კუძულები (4), როდ-აილენდი (4), ვერმონტი (3), კოლუმბია (3) – სულ “საარჩევნო კოლეგიის” 177 წევრის “განაღდებული” ხმა.
დონალდ ტრამპის სასარგებლოდ დიდი ალბათობით ხმას მისცემს შემდეგი შტატების ამომრჩეველთა უმრავლესობა: ტეხასი (40), ფლორიდა (30), ოჰაიო (17), ჯორჯია (16), ჩრდ. კაროლინა (15), ინდიანა (11), ტენესი (11), მისური (10), ალაბამა (9), სამხ. კაროლინა (9), კენტუკი პო, ლუიზიანა, ოკლახომა (7), არკანზასი (6), კანზასი (6), მისისიპი (6), აიდახო (4),  მონტანა (4), ჩრდ. დაკოტა (3), სამხ. დაკოტა (3), ალიასკა (3), ვაიომინგი (3) – სულ “საარჩევნო კოლეგიის” 229 წევრის “განაღდებული” ხმა.
არჩევნების საბოლოო შედეგს განსაზღვრავენ ე.წ. “მერყევი” შტატები, სადაც კანდიდატებს შორის სხვაობა მინიმალური და არაპროგნოზირებადია, ან და საერთოდ ნულოვანი. მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანია: პენსილვანია (19) – სადაც ძალთა გადანაწილება თითქმის თანაბარია, მიჩიგანი (15) – ჰარისის უმნიშვნელო უპირატესობით, არიზონა (11) – ტრამპის უმნიშნელო უპირატესობით, მინესოტა (10) – თანაბარი შანსებით, კოლორადო (10) – თანაბარი შანსებით, ვისკონსინი (10) – თანაბარი შანსებით, აიოვა (6) – თანაბარი შანსებით, ნევადა (6) – ჰარისის უმნიშვნელო უპირატესობით, ნიუ-ჰემფშირი (4) – თანაბარი შანსებით.
ეს არის არითმეტიკული მოცემულობა, რომელიც დაგვეხმარება ჩინური კალკულატორით ხელში, რუსეთის სპეცსამსახურების “კარნახით” მიმდინარე ამერიკულ არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენაში…“, – წერს დავით ქართველიშვილი.
ასევე იხილეთ