leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბელგრადში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

ბელგრადში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.

დემონსტრანტები სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის გამო, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხელისუფლებას დაუდევრობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით „სისხლი თქვენს ხელებზეა“ და „კორუფცია კლავს“. დემონსტრანტები სკანდირებდნენ – „დააპატიმრეთ პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი“.

როგორც „როიტერი“ წერს, სერბეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და უფლებადამცველი ჯგუფები ვუჩიჩს და ხელისუფლებას ადანაშაულებენ კორუფციაში, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში, ნეპოტიზმსა და გადაჭარბებულ ბიუროკრატიაში.

ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება იძიებს, ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარ კატასტროფაზე. ქალაქის პროკურატურის ოფისმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ინციდენტთან დაკავშირებით 26 ადამიანი დაკითხეს, მათ შორის ტრანსპორტის მინისტრი, გორან ვესიჩი და მოიპოვეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები. დამატებით 14 ადამიანი დასაკითხადაა დაბარებული.

შეგახსენებთ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ასევე იხილეთ