leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილის ავტორიტარიზმის ზრდასთან ერთად წნეხი იზრდებოდა და ამის კულმინაცია მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ტელეკომპანიაზე არსებულ წნეხზე ისაუბრა.

მან გაიხსენა, რომ ძირითადი პრობლემები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გაშუქებით დაიწყო.

„როცა სააკაშვილმა დაიწყო უკვე ძალაუფლების ხელში აღება, გვქონდა პრობლემები. მაგრამ ძირითადი პრობლემები დაიწყო სანდრო გირგვლიანის უბედურებით, როცა „იმედმა“ გადაწყვიტა, რომ ამას გაუშვებდა.

ჩვენზე დიდი წნეხი იყო, რომ ეს არ გაგვეშვა. მეც კი მირეკავდნენ, ბადრიზე რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი [წნეხი იყო]. ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილება იყო, რომ მომხდარიყო ამის გაშვება, გავუშვით და ამის შემდეგ ჩვენ გაგვიფუჭდა ურთიერთობა ბიზნესში, ძალიან გვიჭირდა ბიზნესის წარმოება საქართველოში. უარესდებოდა ასევე, წნეხი „იმედზე“. სააკაშვილის ავტორიტარიზმის ზრდასთან ერთად ეს წნეხი იზრდებოდა და ამის კულმინაცია მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „იმედი“ თავიდანვე დამოუკიდებელ ტელევიზიად იყო მოაზრებული.

„ბადრი პატარკაციშვილი დაბრუნდა საქართველოში, 2001-2002 წლებში. ის სულ ამბობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში ინვესტიციები ყოფილიყო დაცული და ქვეყანა ნორმალურად განვითარებულიყო, საქართველოში უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ტელევიზიები და „იმედიც“, ყოველთვის ჩადებული იყო, რომ უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი – სახელმწიფოსგან და მთავრობისგან დამოუკიდებელი ტელევიზია“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში.

ასევე იხილეთ