leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: ქართველები არ აღიარებენ ლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამისად არ ემორჩილებიან გლობალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ გაკეთებულ განცხადებას „ევროპის კარი იხურება. მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ხრუშჩოვიც ანალოგიური კონტექსტით უპირებდა ქართველებს ჩუკოტკაზე გადასახლებას.

„ხრუშჩოვიც ანალოგიური კონტექსტით გვიპირებდა ჩუკოტკაზე გადასახლებას, სხვა კი არაფერი იყო? უბრალოდ ქართველები არ ემსახურებოდნენ ნამდვილ კომუნიზმს და შესაბამისად, ქართველების მიგრაცია და აქ სხვების, უფრო ერთგული პროლეტარების ჩამოსახლება, კომუნიზმის მშენებლობას შეუწყობდა ხელს.

ახლა, კონტექსტია სხვა, თორემ მოცემულობა იგივე – ვინც დიად მიზანს არ ემსახურება და უღმერთო უტოპიისთვის თავს არ სწირავს, ის ჩამოსაწერია, თუნდაც საკუთარი ქვეყნიდან.

ქართველები არ აღიარებენ ლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამისად არ ემორჩილებიან გლობალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას. შესაბამისად – ” ჩუკოტკაზე” რომ გადასახლდნენ და აქ ახალი, ნაღდი ლიბერალი ქართველები დასახლდნენ უკეთესი იქნება.

მადლობა ქალბატონო რასა, იმ რწმენაში განმტკიცებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს, წყალსაც წაუღია ყველა იმპერია საქართველოსთან მიმართებაში და არანაირი, მაშასადამე!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე იხილეთ