ცენტრალური გათბობა შედარებით ძვირი, თუმცა ეფექტური გათბობის უალტერნატივო საშუალებაა. ის შეუცვლელია ბინის გათბობის და ცხელი წყლით მომარაგებისთვის.
რა არის საჭირო იმისთვის რომ ცენტრალური გათბობა იყოს უსაფრთხო და ამასთანავე, ეკონომიური?
თუ ცენტრალური გათბობის მონტაჟი გადაწყვეტილი გაქვს, იცოდე, რომ ამ პროცესს მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება სჭირდება.
როგორ უნდა შეარჩიო ცენტრალური გათბობის ქვაბი
ცენტრალური გათბობის ქვაბი შერჩევისას ყურაღება მიაქციე შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ცენტრალური გათბობის შეძენისას მნიშვნელოვანია მხოლოდ გათბობის ქვაბის სიმძლავრე, თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. გასათვალისწინებელია სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც.
პირველ რიგში, უნდა იცოდე შენი ბინის თუ სახლის ჭერის სიმაღლე. სტანდარტული ჭერის სიმაღლედ მიიჩნევა 2.5-3 მეტრი. რაც უფრო მაღალია ჭერის სიმაღლე, მით უფრო მეტი რესურსი სჭირდება სახლის გათბობას.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რა სითბოს დანაკარგები აქვს შენს ბინას და როგორია ოთახებისა და ფანჯრების განლაგება.
დამატებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად არის დაგეგმილი რადიაოტორების რაოდენობა. თუ რადიატორები არასაკმარისია, მაშინ მოგიწევს, რომ ქვაბი მაღალ სიმძლავრეზე ამუშაო, რაც მკვეთრად გაზრდის ყოველთვიურ კომუნალურ ხარჯებს.
წვის კამერის ტიპი
ისევე როგორც გაზის წყალგამაცხელებლის ან გამათბობლის შემთხვევაში, ცენტრალური გათბობის ქვაბებსაც აქვს ღია ან დახურული წვის კამერები.
ღია წვის კამერა ოთახიდან მოიხმარს ჟანგბადს და აბრუნებს ნახშირორჟანგს, შესაბამისად ასეთი ცენტრალური გათბობა უსაფრთხო ვერ იქნება, თუ ქვაბის მონტაჟს შენობაში აპირებ.
ცენტრალური გათბობის ქვაბი დახურული წვის კამერით ბინაში დასამონტაჟებლად სრულიად უსაფრთხოა და შეგიძლია მშვიდად იგრძნო თავი.
- კონტურების რაოდენობა
რას გულისხმობს ერთკონტურიანი და ორკონტურიანი გათბობის ქვაბი?
- ერთკონტურიანი ქვაბი მხოლოდ სახლის გათბობას უზრუნველყოფს
- ორკონტურიანი – გაათბობს სახლს და ასევე, ცხელ წყალმომარაგებასაც უზრუნველყოფს
ნაბიჯი #1: გაესაუბრე პროფესიონალს
ზემოთ განხილული ტექნიკური დეტალები მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად შეგიძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ცენტრალური გათბობის თითოეულ დეტალზე პროფესიონალმა უნდა მოგცეს რეკომენდაციები.
გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანი დაათვალიერებს სახლს, დაიანგარიშებს სითბოს დანაკარგებს, დაგითვლის მილგაყვანილობას და იზრუნებს ყველა დეტალის დაგეგმვაზე:
- გეცოდინება, რა სიმძლავრის ქვაბი უნდა იყიდო ეფექტური გათბობისთვის
- ზუსტად შეიტყობ, რა რაოდენობის და რამდენ სექციანი რადიატორი დაგჭირდება თითოეულ ადგილას.
გახსოვდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების სწორად დაგეგმვა დაგიზოგავს კომუნალურ ხარჯებს და შენი სახლის ეფექტურ გათბობას უზრუნველყოფს.