leaderboard_below_slide

დავით ქართველიშვილი: მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი – „პიროსის გამარჯვებაა“. გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს და მისი განადგურება უკვე ძალიან გაჭირდება

„საქართველო თავის „კოლეგებს“ – EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე – ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, მოლდოვას ელის უმძიმესი, თუმცა სავსებით პროგნოზირებადი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სულ სხვა, ახალ მთავრობას და ხელისუფლებიდან ჩამოაჩოჩებენ სანდუს პარტიას.

მისივე თქმით, გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს და მისი განადგურება უკვე ძალიან გაჭირდება.

„საქართველო თავის „კოლეგებს“ – EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ (!) საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე – ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა.

გაისად მოლდოვას ელის უმძიმესი, თუმცა სავსებით პროგნოზირებადი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სულ სხვა, ახალ მთავრობას და ხელისუფლებიდან ჩამოაჩოჩებენ სანდუს პარტიას. ქვეყანა შევა ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ავადხსენებულ და ტურბულენტურ პერიოდში – კოჰაბიტაციაში, სადაც ქალბატონი მაია სანდუ ტრანსფორმირდება ჩვენს სალომე ზურაბიშვილში და მოლდოველი მარიონეტებისა და ლაქიების პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინება.

ეს დრამატურგია გავლილი გვაქვს და საქართველოში პოლიტიკურ არჩევნებს და მათ შედეგებს დღეს არა უცხოეთი, არამედ ადგილობრივი ამომრჩეველი განაპირობებს. საქართველოს მომავლის ბედი არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში წყდება. მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი – „პიროსის გამარჯვებაა“. გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს და მისი განადგურება უკვე ძალიან გაჭირდება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ