გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაზე: რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას – ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკო-ზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა
„რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას – ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკო-ზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების „გამოცხობაში“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაზე, რომელშიც საუბარია, ცესკოს როლზე არჩევნების გაყალბების საქმეში.
მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს მაშინ, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას – ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკო-ზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების „გამოცხობაში“.
გაუმჭვირვალე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – წერს გია აბაშიძე.