leaderboard_below_slide

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას, დღის განმავლობაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

Palestinians gather at the site of Israeli strikes on houses and residential buildings, amid the ongoing Israel-Hamas conflict, in Beit Lahiya, in the northern Gaza Strip October 20, 2024. REUTERS/Abdul Karim Farid

ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ოპერაციის შედეგად არიან დაშავებულები. გავრცელებული ინფორმაციით, სამი საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბეით ლაჰიაში და ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში დაიბომბა.

ისრაელმა არაბული ანკლავის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტანკები გაგზავნა.

ღაზის მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალი საჰაერო და სახმელეთო შეტევები, იძულებითი ევაკუაცია იყო ეთნიკური წმენდა, რომელიც მიზნად ისახავს ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ორი ქალაქის და მათი მოსახლეობის ლტოლვილთა ბანაკის დაცლას ბუფერული ზონების შესაქმნელად.

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა, 156 კი დაშავდა.

საომარი მოქმედებების შედეგად გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში 43 374 ადამიანი დაიღუპა, 102 261 კი დაშავდა.

ასევე იხილეთ