leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: კარვებს რომ „დასცემთ” რუსთაველზე, არ დაგავიწყდეთ…

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა ვანო მერაბიშვილმა რუსულ ფულზე – „ფულს სუნი არ უდისო”…

❗️2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა გრიგოლ ვაშაძემ თავი რუსული კულტურის ნაწილად…

❗️2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისევ რუსეთის მოქალაქეებად რჩებიან კობა ნაყოფია და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა… და რუსულ ბიზნესებში აგრძელებენ ფულის კეთებას(!)…

❗️2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს „ვივამედის” საპატიო სტუმარი ქართულ „პლიაჟებზე”…

❗️მეტიც: სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე გაუუქმა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელისუფლებამ…

❗️2008 წლის აგვისტოს ომის მერე რუსეთი ოკუპანტად აღიარა საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა.
არადა, რუსეთი 1993 წლის 27 სექტემბრის მერე იქცა თანამედროვე ოკუპანტად…

❗️თუმცა, არც ამას შეუშლია ნაცებში გადაპორტირებული და მანამდეც იქ მყოფი ქართველი მომღერლებისთვის ხელი, კრემლის დიდ დარბაზში ემღერათ რუსთა ხელმწიფის საამებლად!

❗️მარტო სოსო პავლიაშვილისა და ქეთა თოფურიას სახელები რომ გაკერიათ დღეს პირზე, ან ნინო ქათამაძის ნამღერი აღარ გახსოვთ, ან ნანი ბრეგვაძის?!

❗️იქნებ სოფო ნიჟარაძე 1993 წლის 27 სექტემბრის მერე გამოიქცა რუსეთიდან და არ ვიცით? თუ 2008 წლის აგვისტოში ომი იყო და 1993 წლის სექტემბერში არა?!

❗️დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის მერეც ოკუპანტი იყო რუსეთი და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდეც…

🔸
„გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს! რუსეთი ოკუპანტია!” – საქართველოს დროშით ხელში, წითელ მოედანზე, ზედ დაჩამიჩებული ლენინის მავზოლეუმის წინ, სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ვყვიროდით ერთ-ერთი ჟურნალისტური ფორუმის დროს საქართველოდან მოსკოვში ჩასული რამდენიმე ჟურნალისტი და არც ერთი წამით არ გვიგრძვნია, რომ რამის ან ვინმესი უნდა შეგვშინებოდა…

(ამ დროს კი, ბევრი, ომის დროს, წითელ ხიდზე გაქცევისას დამწვარი ბენზინით რეკორდებს ხსნიდა ქართულ რეალობაში).

🔸
/თუმცა, ერთი რამეც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ: ნებისმიერ ოკუპანტთან და ნებისმიერი ომის დროს აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მშვიდობაზე საუბარი და აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული ურთიერთობების დარეგულირებისთვის./

🔸
დიახ, რუსეთი ოკუპანტია!
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!

დიახ, ვთქვათ პირდაპირ – ტაო-კლარჯეთიც საქართველოა!

ამავე ლოგიკით, – საინგილოც საქართველოა!

ამავე ლოგიკით – შორს წავალთ და აღმოჩნდება, რომ ბედკრული საქართველო ოკუპანტებითაა გარშემორტყმული…

არადა, სიმართლე ამაშიცაა…

🔸
უკრაინელი ახალგაზრდა ბიჭები ბათუმში რომ ეფიცხებიან მზეს და ქართველი მეომრების სისხლით ირწყვება უკრაინის მიწა, ამაზე რატომ ვხუჭავთ თვალს? რატომ დუმხართ, რუსთმოძულეებო?

ლუდოვიკოსთან რომ ალოდინეს სულხან-საბა, ამის შეხსენასაც არა აქვს აზრი თქვენთვის…

უკრაინასაც რომ ცხვირწინ მიუხურეს NATO-ს ალაყაფი, ესეც არ შევნიშნოთ და არც ის, „სნგ”- ს წევრ მოლდოვას რომ ყველაფერზე ყაბულდებიან…

პოლიტიკას ასე სჭირდება და რა ვქნათ?!

არადა, მოყანყალებული და არაერთგზის დაცემული ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილია ასეთი და ამის თქმაც „ტეხავს”… დასავლეთის მტრად მოგვნათლავენ…

🔸
მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და თუ „ოცნების” თვალში ბეწვს ამჩნევთ, ასე რამ დაგაბრმავათ, რომ საკუთარ თვალში დირეს ვეღარ ხედავთ?

ჭიჭე ვაშაძე რომ რუსებზე აქირავებდა ბინას, ის პატრიოტიზმი იყო და ხვალ ვინმე ოჯახის გადახვეწილი წევრის სანახავად თუ ჩაფრინდება მოსკოვში აღდგენილი პირდაპირი რეისით, ის მოღალატეა?!

ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია!

დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ის თანაბრად უნდა იყოს ოკუპანტი კობა ნაყოფიასთვისაც, რუსებზე ბინის მიმქირავებელი ჭიჭე ვაშაძისთვისაც და „რუსული კულტურის ნაწილი” გრიგოლ ვაშაძისთვისაც!

ოღონდ, ერთიცაა:
რუსეთი ოკუპანტი უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ არ გამხდარა.
რუსეთი ოჩამჩირის და გაგრის მიტაცების მერე გახდა ოკუპანტი.

თარიღები ნუ აგერევათ და საკუთარ მუცლის გვრემას ნუ აჰყვებით.

ავიამიმოსვლის აღდგენასაც ნუ თვლით ცუდ ტონად, როცა თქვენს ბელადს საკუთარი ბრაძანებითა აქვს სავიზო რეჟიმი გაუქმებული!

ნურც ლიაკა ხოშტარიასთვის რუსეთიდან გამოგზავნილ რუბლებს მიაქცევთ ყურადღებას. სჭირდება ლაკას ფული და რა ქნას?!…

რუსი ტურისტების ჩამოსვლას ნუ თვლით „ოცნების” დანაშაულად, როცა თავად სააკაშვილი პირადად ეფინებოდა ნოხად ლარსში შემოსულ რუს ტურისტებს…
სხვათაშორის, აგვისტოს ომის შემდეგ…

Р. S.
ხვალ, კარვებს რომ „დასცემთ” რუსთაველზე და „ქართული ოცნების” ლანძღვას დაიწყებთ – არიქა, რუსეთში მივდივართო, მიიხედ-მოიხედეთ, სადმე გრიშა ვაშაძე, ვანო მერაბიშვილი, კობა ნაყოფია ან ჭიჭე ვაშაძე არ იდგნენ ახლო-მახლო.

სირცხვილია.

არც სალომე ზურაბიშვილი არ გაიკაროთ. მაგას ლავროვი „ნაყვარება” და არ შეულახოთ ღირსება.

ლიაკა ხოშტარიაზე და მისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ რუბლებზე არაფერს ვამბობ.

კარვების შესაძენად გჭირდებოდათ თანხა და რა მოხდა, მერე?!

ჰო, მთავარი: ავანგარდში მარგველაშვილი ჩაიყენეთ. მაგას სძულს რუსეთი. მაგას მარტო სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი უყვარს. და რუსული არაყი.

ასევე იხილეთ