leaderboard_below_slide

Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი კონცერტის დროს სცენის ქვეშ ჩავარდა

მელბურნის მარველის სტადიონზე Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი მოულოდნელად სცენის ქვეშ ჩავარდა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

მარტინი სცენის ქვეშ არსებულ სათავსოში მაშინ ჩავარდა, როდესაც ის აუდიტორიას ესაუბრებოდა და უკანმოუხედავად მიდიოდა, – წერს უცხოური მედია.

სცენის ქვეშ მისი გუნდის წევრები იმყოფებოდნენ. სწორედ მათ შეძლეს ვარსკვლავის დროულად დაჭერა. საბედნიეროდ, Coldplay-ის ვოკალისტი არ დაშავებულა. უხერხული მდგომარეობიდან ის მალე გამოვიდა და დარბაზს მიმართა: „ეს სასაცილო არ არის. ეს არ იყო დაგეგმილი. გმადლობთ, რომ დამიჭირეთ”, – თქვა მარტინმა.

ასევე იხილეთ