leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლაფ შოლცი: NATO იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ NATO იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში.

შოლცის თქმით, პუტინმა ვერ გაანადგურა NATO -ს ერთიანობა, პირიქით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გააძლიერა ალიანსი.

შოლცი და NATO -ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე თანხმდებიან, რომ NATO -ს ევროპული საყრდენი უნდა გაძლიერდეს.

შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანია გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას სამხედრო სფეროში და მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს დახარჯავს თავდაცვისთვის.

ასევე იხილეთ