leaderboard_below_slide
left_sabechdi

მოლდოვაში ხმების დათვლა დასრულდა – მოქმედმა პრეზიდენტმა 55,33%-ით გაიმარჯვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. ამის შესახებ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მოწმობს, იუწყება European Pravda.

მაია სანდუს ხმა თითქმის 930 000-მა ამომრჩეველმა, ანუ კენჭისყრაში მონაწილეთა 55,33%-მა მისცა.

750 000-ზე მეტმა მოლდაველმა, ანუ ამომრჩეველთა 44,67%-მა ხმა მის კონკურენტს ალექსანდრე სტოიანოგლოს მისცა.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მაია სანდუს ამომრჩეველთა 80%-ზე მეტმა მისცა ხმა.

ასევე იხილეთ