leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: კუდიანმა დედაბერმა ჩვენი გულუბრყვილობის ხარჯზე თავისი ოჯახის საქმე მშვენივრად ააწყო. სამშობლო არა, შაშა, კოლა და თემურ ჭყონია კიდე!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მოკლედ, მოაქვთ და მოაქვთ ავ ენებს ახალი ამბები!

სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, თეიმურაზ გორჯესტანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების საკითხებში დეპარტამენტის დირექტორად დაუნიშნავთ. ასევე დაუნიშნავთ ემანუელ მაკრონის მრჩევლად. ქალიშვილი რომ თეთრ სახლში მუშაობს, ეგ უკვე იცით.

რა გინდათ?

კუდიანმა დედაბერმა ჩვენი გულუბრყვილობის ხარჯზე თავისი ოჯახის საქმე მშვენივრად ააწყო. სამშობლო არა, შაშა, კოლა და თემურ ჭყონია კიდე!

მიუხედავად ამისა, მაინც არ ჩერდება, უფრო მეტი უნდა, ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებას ცდილობს, საკუთარ დუქნად უნდა გაიხადოს, სადაც ყოველდღე დათვრება და არყი „რუმკებს” თავზე დაგვალეწავს.

ავოიე!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ