leaderboard_below_slide

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ ცალკეული სადამკვირვებლოო ორგანიზაციები მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ერთნაირი სტანდარტით არ ზომავენ

ეუთო/ოდირის მიერ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ მომზადებული დასკვნის ირგვლივ ევროპულ გამოხმაურებებს აფასებენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდი პარტნიორების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

„ნათელია ის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის რამდენიმე სტანდარტი შეფასებებში. სამწუხაროდ ცალკეული სადამკვირვებლოო ორგანიზაციები მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს და იგივე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ერთნაირი სტანდარტით არ ზომავენ და არ ახორციელებენ მონიტორინგს. ბუნებრივია, ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ის სიმართლე, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოში დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, უკვე აღიბეჭდა ეუთო/ოდირის დასკვნაში და ამ სიმართლეს წყალი არ გაუვა“, – მიიჩნევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ