leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: საუბრობენ, რომ თითქოს წელს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი, შეგახსენებთ, რომ 2020 წელს დაიწერა 2 054 საჩივარი, წელს კი 1 170

“დღეს ბევრს საუბრობენ, რომ თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. სინამდვილეში თუ ჩავხედავთ რამდენი საჩივარი დაიწერა საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა დონეზე, ვნახავთ, რომ 2020 წელს ეს თუ იყო 2 054 საჩივარი, წელს კი 1 170 ჯამში საჩივარი დაიწერა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

„შეგახსენებთ, რომ საჩივრების დიდი რაოდენობა დასრულების შემდეგ დაიწერა. საინტერესოა, რომ 3 111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 ათასი კომისიის წევრი ჰყავდა, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ესეც უჩვენებს, სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი, იმის საპირწონედ, რასაც ვისმენთ ტელევიზიაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ