leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ადეიშვილის ევროპულ შეხვედრებზე: ეს ეწინააღმდეგება 9 პრიორიტეტის პირველივე პრიორიტეტს

„ზურაბ ადეიშვილის შეხვედრები ეწინააღმდეგება იმ 9 პრიორიტეტის პირველივე პრიორიტეტს, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილს წარმოჩენა, როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი და მისი ამ შეხვედრებში წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„რაც შეეხება მთავრობის განცხადებას და ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებთან საუბარს საგარეო სამინისტროში, მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ დაფიქსირდეს საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პოზიცია. რაც შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავის მაღალ დიპლომატიურ დონეზე მიღებას ბერლინსა და ბრიუსელში, შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს არ იყო მხოლოდ მისი ყოფნა ბუნდესტაგის ვიზიტორების ლოჟაში ან მხოლოდ შეხვედრა ერთ წარმომადგენელთან ევროკომისიაში. ეს იყო შეხვედრების მთელი სერია, მათ შორის გერმანიაში. ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში. ბრიუსელში ის მონაწილეობდა მართლმსაჯულების საკითხებში კომისართან შეხვედრაში, ღირებულებების (ხაზს ვუსვამ) და გამჭვირვალობაში ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილესთან, ასევე, სხვა და სხვა დირექტორატების ხელმძღვანელებთან. რა, თუ არა სწორედ ასეთი შეხვედრები უწყობს ხელს, რომ გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარებთ. ეს რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ 9 პრიორიტეტის პირველივე პრიორიტეტს, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილს წარმოჩენა როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი და მისი ამ შეხვედრებში წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ