leaderboard_below_slide

გურამ მაჭარაშვილი: ათასობით მათი წარმომადგენელი იყო 3111 უბანზე, ერთი ფოტო როგორ ვერ გადაიღეს, რომ სადმე ფარულობა იქნებოდა დარღვეული, მეათე დღეს ამ ყველაფერზე ტირილი და დეზინფორმაციის გავრცელება, ნიშნავს მარცხის აღიარებას

“25 ათასი კომისიის წევრი და ათასობით მათი წარმომადგენელი იყო 3111 უბანზე. წამლად, ერთი ფოტოსურათი როგორ ვერ გადაიღეს, რომ სადმე ფარულობა იქნებოდა დარღვეული. რომ ყოფილიყო ამას გააკეთებდნენ”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, „საიას“ ლოგიკით ლიეტუვაში და მოლდოვაში უნდა გაუქმდეს არჩევნები, რადგან იქ ნამდვილად არ იყო ხმის მიცემის ფარულობა დაცული. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი ფაქტი, რომ საქართველოში დაფიქსირებულიყო, ამის დამადასტურებელი ერთი ფოტოს გადაღებას მაინც შეძლებდნენ ოპოზიციის და „ენჯეოების“ დამკვირვებლები და კომისიის წევრები.

„საიას“ მოსაზრებით ლიეტუვაში და მოლდოვაში უნდა გაუქმდეს არჩევნები იმიტომ, რომ ჩვენ იქ დავინახეთ ღიად ვინ ვის აძლევდა ხმას, ისე მოდიოდნენ ადამიანები და აგდებდნენ ყუთში. და ჩვენთან მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს. ჩვენ თუ შევძელით ეს და წარმოვადგინეთ, რომ იქ მაგალითად ხედავდა ვინ ვის მისცა ხმა, რატომ მაგათმა არ წარმოადგინეს ან ფოტოსურათი. 25 ათასი კომისიის წევრი და ათასობით მათი წარმომადგენელი იყო 3111 უბანზე. წამლად, ერთი ფოტოსურათი როგორ ვერ გადაიღეს, რომ სადმე ფარულობა იქნებოდა დარღვეული. რომ ყოფილიყო ამას გააკეთებდნენ. მაგრამ მეათე დღეს ამ ყველაფერზე ტირილი და დეზინფორმაციის გავრცელება, ნიშნავს ზუსტად მარცხის აღიარებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ