leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

ბათუმში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე #14 საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება.

ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტის ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსდა საბავშვო ატრაქციონები.

სამუშაოების ღირებულება 2 113 000 ლარს აღემატება.

გასულ თვეში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელიც 280 აღსაზრდელს ემსახურება.

ახალი საბავშვო ბაღი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საზეიმოდ გახსნა.

„დღეს საზეიმოდ გავხსენით ახალი #14 საბავშვო ბაღი, რომელიც 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის შენობა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების ზომებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში – დასრულდება #4 ბაღის სრული რეაბილიტაცია, ხოლო აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაღი გაიხსნება.

ამავდროულად, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 9 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ვახორციელებთ, რაც მომდევნო წლისთვის დასრულდება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგა ტენდერი და მომავალ სასწავლო წელს ორი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით დავიწყებთ.

„ბავშვზე მორგებული ქალაქების“ ჭრილში ბათუმის მუნიციპალიტეტს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რათა სამომავლოდ არაერთი საბავშვო ბაღი ავაშენოთ, შესაბამისად, კონკრეტული გამოწვევები, რაც გვაქვს ქალაქთან მიმართებაში ინფრასტრუქტურულ ნაწილში, შესრულებული იქნება“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

ასევე იხილეთ