აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა.
დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე, მელანია ტრამპი ფლორიდის შტატში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვიენ.
ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა განაცხადა, რომ თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს.
„მომდის ინფორმაცია, რომ ძალიან კარგად მივდივართ“, – აღნიშნა მან.