leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელია და ნიკა გვარამია გამოდიან სერიოზული სახით და უნდათ ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი „ნაცმოძრაობას“ არ წარმოადგენენ

არ არსებობს არანაირი სხვა პარტია, ყველანი არიან „ნაციონალურო მოძრაობის“ დანაყოფები, ან როგორც მას „ნაცმოძრაობის“ გურუმ უწოდა „ნაციონალური მოძრაობის კლონები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ამ კლონირების პროცესს ვუყურებთ ჩვენ, რომლის მიზანი არის, რომ თითქოს დააბნიონ საზოგადოება და თავი წარმოაჩინონ არა „ნაციონალურ მოძრაობად“. ეს ორი ადამიანი [ნიკა მელია და ნიკა გვარამია], ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი და მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ახლა გამოდიან სერიოზული სახით და უნდათ ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი ამ პარტიას არ წარმოადგენენ. როგორც გიორგი ვაშაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ გაიბრძოლა მათ წინააღმდეგ, ბოლოს სხდომათა დარბაზშიც კი მათ რიგებში გადაჯდა, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, რაც უფრო მეტად გამოჩნდება ყველაფერი, მით უფრო კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უფრო კარგი იმ მიზნისთვის, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ