„მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ, რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი უღირსი და გამყიდველი სახეები”, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.
„მუხტი არ არის, ხალხს ვერ აგროვებენ, იმიტომ, რომ ხალხმა კიდევ უფრო დაინახა ამათი უღირსი და გამყიდველი სახეები. ახლა ცდილობენ, ამ ფეიკნიუსით, იქნებ, პროტესტი და მუხტი გამოიწვიონ.
უვიზო, ისევე როგორც ყველაფერი ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე, არის „ქართული ოცნების” და ქართველი ხალხის დამსახურება, ეს იცის ყველამ, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ თემაში. ზუსტად მაგიტომ ამოიღეს უკვე მერამდენედ სამიზნეში ეს საკითხი.
ეგ არ და ვერ მოხდება, ევროკავშირი არ არის რადიკალური ოპოზიციის ფანჩატური, მეორედ ვიმეორებ უკვე მაგას წელს ამ მანქურთების გასაგონად“, – წერს გამსახურდია.