მიჩიგანის შტატის ქალაქ ნორთვილში საარჩევნო უბანი გაზის გაჟონვის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლები დეტროიტის გარეუბანში მდებარე სხვა საარჩევნო უბანში გააგზავნეს.
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.