leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება „ვეტინგს“, ჩვენი პასუხი არის მკაფიო – ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში აღარასდროს ჩატარდება

რაც შეეხება „ვეტინგს“, მაგალითად მოჰყავთ ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინაში ჩატარებული რეფორმა და ზურაბ ადეიშვილის მოადგილის მიერ მოლდოვაში ჩატარებული რეფორმა. აქ ჩვენი პასუხი არის მკაფიო – ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში აღარასდროს ჩატარდება. მათ ეს გააკეთეს 20 წლის წინ და რა შედეგებიც მიიღო მაშინ საქართველომ, ვნახეთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ყველა მოსამართლე ავსებს ქონების დეკლარაციას და ეს დეკლარაციები არის საჯარო. ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ მედიაც ინტერესდება ამით და დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები გაგცემენ პასუხს მათ ქონებასთან დაკავშირებით. ეს არის შემოწმება – სხვა რამე კი არ გაკეთდა უკრაინასა და მოლდოვაში, საფუძველი რაც იყო – ქონების დეკლარაციების წარდგენა და მათი გადამოწმება. ქონების დეკლარაციები წარდგენილია, მათ შორის მოსამართლეების დიდი ნაწილი მოხვედრილია მონიტორინგში, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე. ანტიკორუფციული ბიურო ჩაღრმავებულ მონიტორინგს ახორციელებს მოსამართლეებზე, ისევე როგორც პარლამენტის წევრების მიმართ. ყველაფერი არის საჯარო და შეგიძლიათ, მოიკითხოთ. რაც შეეხება „ვეტინგს“, მაგალითად მოჰყავთ ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინაში ჩატარებული რეფორმა და ზურაბ ადეიშვილის მოადგილის მიერ მოლდოვაში ჩატარებული რეფორმა. აქ ჩვენი პასუხი არის მკაფიო – ადეიშვილის და წოწორიას რეფორმები საქართველოში აღარასდროს ჩატარდება. მათ ეს გააკეთეს 20 წლის წინ და რა შედეგებიც მიიღო მაშინ საქართველომ, ვნახეთ. ვინც საქართველოს მაგალითად უსახავს უკრაინას და მოლდოვას, ადეიშვილს და წოწორიას, ჯერ უნდა დაფიქრდეს, ვის მაგალითს გვისახავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ