აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ახალ ომებს არ დაიწყებს, არამედ უკვე არსებულ კონფლიქტებს დაასრულებს.
„მე არ ვაპირებ ომების დაწყებას. მე ვაპირებ, რომ დავასრულო ისინი“, – თქვა ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მის პირველ მიმართვაში მხარდამჭერებისადმი.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.