leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: კახი კალაძემ შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა თბილისის ვერც ერთმა მერმა!

„30 წლის განმავლობაში თბილისის ვერც ერთმა მერმა ვერ შეძლო კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 500 თბილისელი ოჯახის პრობლემის გადაწყვეტა. კახა კალაძე ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას და უკვე 2 041 დაზარალებულ პირს უძრავი ქონება/საცხოვრებელი ბინა გადაეცა“, – ამის შესახებ კოოპერატიული ბინათმშენებლობების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული, ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

„დედაქალაქის მერი კახი კალაძე კიდევ ერთ, 2017 წელს გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.

ეს დაუმთავრებელი კოოპერატიული  კორპუსი, მიუხედავად იმისა, რომ მოქცეული იყო სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შიდა ვალში, წლების განმავლობაში იყო მიტოვებული.

(ფოტო 1) ასე გამოიყურებოდა კორპუსი 1989 წლიდან.

კახი კალაძის მერობის პერიოდში კორპუსს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობის სამუშაოების ორი ეტაპი(ფოტო 2).

გამაგრდა ფუნდამენტი.

გაილესა ფასადი.

სპეციალური ნარევით ამოივსო კედლებსშორითი ღრუები.

გაილესა სადარბაზოები.

მოეწყო კიბის უჯრედის ახალი მოაჯირები.

გადაიხურა კორპუსი.

მოეწყო წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემა.

რაც მთავარია!

ვაკის რაიონის გამგეობისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების პრობლემა მოგვარდება.

კერძოდ,  სახელმწიფო საშინაო ვალის სანაცვლოდ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადმოგვეცემა ის საცხოვრებელი ფართები, რომელთაც ფაქტობრივად ვფლობდით, თუმცა, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ვახერხებდით. მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე განხილული იყო 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 10 პირის საკითხი.

კახი კალაძემ შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა თბილისის ვერც ერთმა მერმა.

გმადლობ!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

ასევე იხილეთ