leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილზე: პრობლემა არის არა ჩვენში, არამედ პრობლემა არის მათში, ვინც კრიმინალებს იფარებს

“რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმაზე მეტი, ვიდრე ის ხუთი განაჩენია, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მიმართ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

„შეუძლიათ ნახონ ფოტოები, როგორ მდგომარეობაში იყო ნაცემი კობა დავითაშვილი, ჰკითხონ „იბერიას“, ჰკითხონ ღვინის ქარხანა „აკურას“, ჰკითხონ კიდევ სხვა ბიზნესებს, რომელთაც არეკეტებდა ზურაბ ადეიშვილი. ხელის გულზე დევს მისი დანაშაულები. არა მხოლოდ ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის მიმართაც არის ეს პრობლემა, ის წითელი ცირკულარიდან მოხსნეს. ეს აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე. საუბარი გვაქვს ცხად რამეზე, არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე. არავის კითხვის ნიშანი არ აქვს მათ დამნაშავეობაზე, მათ შორის ოპოზიციაშიც კი. ასე ცხადად დამნაშავე ადამიანების გადაადგილება ევროკავშირის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. პრობლემა არის არა ჩვენში, არამედ პრობლემა არის მათში, ვინც კრიმინალებს იფარებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ