გიორგი ჩაკვეტაძე: არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ჩვენი მხარდამჭერები ხელოვნურად, მათი ნების გარეშე დაარეგისტრირეს სხვადასხვა საოლქო კომისიაში
“ქართულმა ოცნებამ” პროკურატურას ოპოზიციის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებებით უკვე მიმართა. ასზე მეტი ფაქტი პროკურატურაში უკვე შეტანილია. მმართველი პარტია საუბრობს იმაზე თუ როგორ ჰპარავდნენ ამომრჩეველთა ხმებს ოპოზიციის წარმომდგენლები სახელისუფლებო გუნდს. 420 ფაქტს კი, ჯერ ისევ “ქართული ოცნება” იკვლევს.
“არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რომ ჩვენი მხარდამჭერები ხელოვნურად, მათი ნების გარეშე დაარეგისტრირეს სხვადასხვა საოლქო კომისიაში, როგორც „ნაცმოძრაობის“ და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ეს ინფორმაცია ამ ადამიანებმა საერთოდ არ იცოდნენ და მეტიც, ხმაც კი ვერ მისცეს იმ უბანზე, სადაც არიან ჩაწერილები. ეს არის კონკრეტული ფაქტი, თუ როგორ ჰქონდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო პროცესზე გავლენის მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა 26 ოქტომბერს და ის გეგმები, რომლებიც რეალურად ვერ გაგვაცნეს, იმიტომ რომ ასეთი გეგმა უბრალოდ არ არსებობს, არის განწირული კრახისთვის”, – ამბობს „ქართული ოცნების“ „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.