leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილია დარჩიაშვილი: მინდა ყველა პარტნიორ მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის

მინდა, ყველა პარტნიორ მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე იმისთვის, რომ მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს არაღიარების პოლიტიკა მომავალშიც, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ აფასებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოგზაურობისგან.

„საქართველოს აქვს ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. ამ პოლიტიკის შედეგები ბოლო წლებში ვიხილეთ. ამის წარმატების მთავარი ფორმულაა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა – ქვეყნების, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინდა ყველა პარტნიორ მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე იმისთვის, რომ მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს არაღიარების პოლიტიკა მომავალშიც“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოგზაურობას კატეგორიულად არ ურჩევს. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაში „ტერორიზმის“ კატეგორიაშია აღნიშნული. რეკომენდაცია 9 მარტს გამოქვეყნდა.

ასევე იხილეთ