გიორგი კალანდარიშვილი: ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ პირველ და მეორე ფაზის დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი ხმა არის ერთი ხმა და პირის დუბლირება არის შეუძლებელი
„ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ, რომელმაც ჯერ კიდევ პირველ და მეორე ფაზის დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი ხმა არის ერთი ხმა და პირის დუბლირება არის შეუძლებელი. საბოლოო, მესამე ფაზის დასკვნაში ცალსახად გაუსვა ხაზი ამ გარემოებას“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
„მის მთავარ მიგნებაში, რომელიც ასევე 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგით იყო გამოხატული, აღნიშნულია, რომ აპარატები სრულად პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და ადგილობრივ კანონმდებლობას, რომ აპარატებში ჩატვირთული იყო ის სიები, რომელიც ცესკო-ს სერვერზე არის განთავსებული, რომ შეუძლებელი იყო პირის დუბლირება და რომ დაკვირვების შედეგად არ გამოვლენილა არც ერთი შემთხვევა პირის დუბლირების შესახებ.
აღნიშნულ დასკვნაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ძალიან მაღალი იყო მომზადების დონე, როგორც კომისიის, ასევე იმ ტექნიკური პერსონალის, რომელმაც ტექნოლოგიური საშუალებების გამართული ოპერირება უზრუნველყო, რომ არაფერი ვთქვათ იმ სხვა არაერთ მნიშვნელოვან მიგნებასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულმა აუდიტორულმა კომპანიამ თავის საბოლოო დასკვნაში წარმოადგინა”, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.