leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: 7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ეს არის დღე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” კლასტერმა თავის მოქალაქეებზე იძალადა

“7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერმა თავის მოქალაქეებზე იძალადა”, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.

„კარგად გვახსოვს როგორ იძალადეს ადამიანებზე, როგორ იძალადეს თავისუფალ სიტყვასა და თავისუფალ მედიაზე. ქართველმა ხალხმა მივიღეთ უმძიმესი გამოცდილება, რომელსაც 7 ნოემბერი ჰქვია, რომ არასდროს უნდა განმეორდეს ის ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ზუსტად ამიტომ უთხრა მათ 26 ოქტომბერს უარი ქართველმა ხალხმა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა.

ასევე იხილეთ