გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია
ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა.
დღეს, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებშიორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებზე’’ დაყრდნობით,გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნებისმნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლებისაქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურგანაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულმახასიათებლებს. რაც შემდეგ წარმოდგენილი იქნა, როგორც „არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულება“.
არჩევნების შემდგომ პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველა ე.წ. ბრალდება უარყოფილ იქნა უტყუარი ფაქტებით და უდავო მტკიცებულებებით. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ შემდეგი:
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს. ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი.
ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს’’ 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.
გვინდა, ასევე, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი საარჩევნო ოლქისსაარჩევნო უბნების შედეგების ანალიზთან დაკავშირებით და საზოგადოებას განვუმარტოთ ამ ანალიზის ავტორის მიერ დაშვებული უზუსტობები და შეცდომები.
ავტორის მტკიცებით, მაგალითად:
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მხოლოდ გენდერული სტატისტიკური მონაცემებითა და მისი დამუშავების მეთოდებით მანიპულაციურად აპელირება, ასევე, წინასწარი თუ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების განხილვა,თანდართული დოკუმენტაციის გარეშე, ცხადია არ წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს და არც კონკრეტული ფაქტების შეფასების ცალსახა ინდიკატორს.